პოკერში დახმარება

JohnnyBet -მიერ

პოკერი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. თავდაპირველად პოკერს თამაშობდნენ მისისიპის მდინარის მომცრო გემებზე. ეს იყო მაგიდის თამაში მხოლოდ 20 კარტით. 4 მოთამაშეს ურიგდებოდა 5 კარტი და იგებდა ის, რომელსაც მოუვიდოდა საუკეთესო კომბინაცია. დღესდღეობით არსებობს პოკერის უამრავი სახეობა.

1. სხვადასხვა სახის პოკერის თამაშები

სხვადასხვა სახის პოკერის თამაშები

  • ტეხასური ჰოლდემი
  • 1.ტეხასური ჰოლდემში მოთამაშეს ურიგდება ორი კარტი, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია იხილოს. დანარჩენი ხუთი კარტი მაგიდაზე საერთო დასტაში არის დაწყობილი. თამაშისას მონაწილეები იყენებენ ამ კარტების კომბინაციებს თავდაპირველ კარტებთან ერთად, რათა შეადგინონ საუკეთესო შესაძლო 5 კარტისგან შემდგარი პოკერის კომბინაცია. ტეხასურ ჰოლდემში მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი კომბინაცია ამ შვიდი კარტით (ნული, ერთი ან ორი კერძო კარტი და ხუთი, ოთხი ან სამი მაგიდის კარტი), რომ მოაგროვონ საუკეთესო ხუთი მათგანი, პოკერის ხელის მოსაგებად. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნული, ერთი ან ორი კერძო კარტი პოკერის ხელის შესადგენად.

  • ომაჰა
  • 2. ომაჰა – თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ოთხი დახურული კარტი, რომლის ნახვაც მხოლოდ მათ შეუძლიათ. დანარჩენი ხუთი კარტი რიგდება მაგიდაზე, როგორც ტეხასურ ჰოლდემში. მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ორი დახურული კარტი და სამი მაგიდის კარტი, რათა შეადგინონ საუკეთესო ხუთკარტიანი პოკერის კომბინაცია. დაუშვებელია ნებისმიერი სხვა კომბინაცია.

  • ომაჰა ჰაი-ლოუ
  • 3. ომაჰა ჰაი-ლოუ - ყოველ მოთამაშეს ურიგდება ოთხ-ოთხი დახურული კარტი, რომლის ნახვას მხოლოდ მათ შეუძლიათ. დანარჩენი ხუთი კარტი რიგდება მაგიდაზე, როგორც ტეხასურ ჰოლდემში. მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ორი დახურული კარტი და სამი კარტი მაგიდიდან, რათა შეადგინონ საუკეთესო ხუთი კარტისგან შემდგარი პოკერის კომბინაცია. ომაჰა ჰაი-ლოუ ძირითადი წესები მდგომარეობს - "8 ან უკეთესი", რაც ნიშნავს, რომ დაბალი კარტების მისაღებად, დარიგება უნდა შედგებოდეს 8-7-6-5-4 ან დაბალი, რათა შეადგინოს ბანკროლის უდაბლესი კომბინაცია (სტრიტი და ფლეში მხედველობაში არ მიიღება). ბანკროლი იყოფა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შედგა დაბალი ბანკროლი, თუკი დარიგებას იგებს არა მხოლოდ ყველაზე მაღალი კომბინაცია.

    დააკვირდით მაგალითს, ყველაზე დაბალი ხელისთვის (საუკეთესოდან ყველაზე უარესიისკენ):

    5, 4, 3, 2, A

    6, 4, 3, 2, A

    6, 5, 4, 3, 2

    7, 5, 4, 3, 2

    7, 6, 5, 2, A

    7, 6, 5, 4, 2

    8, 4, 3, 2, A

    8, 6, 4, 2, A

    8, 7, 6, 5, 3

    8, 7, 6, 5, 4

  • კარტიანი დრავი
  • კარტიანი დრავი - ესაა, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესების მქონე თამაში. ყოველ მოთამაშეს ურიგდება 5 დახურული კარტი, რომლის ნახვაც მხოლოდ თავად შეუძლიათ. არსებობს მხოლოდ ერთი დარიგება, რომელშიც მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ თავიანთი კარტები (თუკი ამას მოისურვებენ). პოკერის ამ სახეობაში, მოთამაშეებს აქვთ ფსონის მხოლოდ ორჯერ ჩამოსვლის შესაძლებლობა, დარიგებამდე და დარიგების შემდეგ.

  • კარტიანი სტუდი
  • 7 კარტიანი სტუდი 2-7 დრავი (Lowball) – ეს არის პოკერის სახეობა, რომელშიც მოთამაშეებს ურიგდებათ 5 დახურული კარტი. ფსონების ჩამოსვლიდან პირველი რაუნდის შემდეგ, ყოველ მოთამაშეს შეუძლია აიღოს შერჩეული კარტებიდან (0-დან 5-მდე). აღნიშნული გათამაშების შემდეგ, იწყება ფსონების ჩამოსვლის შემდეგი რაუნდი. თუკი ჯერ კიდევ თამაშში რჩება, თუნდაც ორი მოთამაშე, მათ შორის იწყება ბრძოლა. პოკერის ამ სახეობაში, საუკეთესოდ ითვლება კომბინაცია, ყველაზე დაბალი კარტებით. თუმცა, უნდა დაიმახსოვროთ, რომ ფლეში და სტრიტი ითვლებიან, ხოლო ტუზი ყოველთვის ითვლება როგორც კარტებიდან უმაღლესი.

2. პოკერში დახმარება - წესები, ტეხასური ჰოლდემი

პოკერის თამაშის წესებში გასარკვევად, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ წვემოთ მოყვენილი წესები, ან გამოსცადოთ ისინი პრაქტიკაში - შესაბამისი კურსის ''Governor of Poker Tutorial'' გავლის შემდეგ. იქ თქვენ გაეცნობით პოკერის საფუძვლებს, კარტების კომბინაციებს, ტაქტიკას ან თუნდაც, როგორ აკეთოთ ბლეფი.

წესები

  • ბლაინდი
  • ბლაინდები - ესაა ჩიპების რაოდენობა, რომლებსაც თამაშის დაწყებამდე მოთამაშეები წინ იგროვებენ. მოთამაშეებიდან ორი ვალდებულია დადონ ისინი, თავდაპირველად იგი ზის საათის მიმართულებით დილერისკენ. ''პატარა ბლაინდი'', სხვა ზის საათის მიმართულებით პატარა ბლაინდისკენ - ''დიდი ბლაინდი''. დილერი და მოთამაშეები, რომლებიც დებემ ბლაინდებს, იცვლებიან კარტების ყოველი დარიგების შემდგომ.

  • მოთამაშის შესაძლებლობები
  • ჩექი - ეს შესაძლებელია, როდესაც ჯერ კიდევ მოთამაშეები არ ჩამოსულან ფსონს. უჭირავთ კარტები, მაგრამ თავს იკავებენ ფსონის ჩამოსვლისგან.

    ბეთი - ეს ითქმის პირველი ფსონის ჩამოსვლისას, კარტებით პოზიციონირებისას.

    ქოლი - შესაძლებელია, როდესაც მოთამაშეებიდან რომელიმე უკვე ჩამოვიდა ფსონს. შეესაბამება წინასწარ ჩამოსული ჩიპების ოდენობას.

    რეიზი - შესაძლებელია, როდესაც ვინმე უკვე ჩამოვიდა ფსონს. ზრდის წინასწარ ჩამოსული ჩიპების რაოდენობას.

    ფოლდი - მოთამაშეებისთვის ყოველთვის არის შესაძლებელი, ეს ნიშნავს კარტების თამაშიდან გასვლას და ბანკროლის დათმობას. როდესაც მოთამაშე დაიძახებს ფოლდს, მას უკვე არ შეუძლია გააგრძელოს კარტების დარიგებაში მონაწილეობა.

  • პრე-ფლოპი
  • ეს არის პირველი ეტაპი კარტების დარიგების შემდგომ. იგი იწყება დახურული კარტების დარიგების შემდეგ და მთავრდება, როდესაც უკანასკნელი მოთამაშე იტყვის ქოლს, ჩექს (მისაწვდომია მხოლოდ დიდი ბლაინდისთვის, თუკი არავინ ჩამოსულა უფრო მაღალ ფსონს, ვიდრე დიდი ბლაინდი) ან ფოლდს. მოქმედება იწყება მარცხნიდან, ბიგ-ბლაინდიდან და მიჰყვება საათის ისრის მიმართულებით.

  • ფლოპი
  • ამ ეტაპზე, მაგიდაზე რიგდება სამი საერთო კარტი, რომლების ნახვაც შეუძლია მაგიდასთან მსხდომ ყველა მოთამაშეს. აქ მოქმედება იწყება ღილაკით და ასევე მიმართულია საათის ისრის მოძრაობის მიხედვით. მოქმედება ანალოგიურად ვითარდება, როგორც პრე-ფლოპის სტადიაში.

  • თურნი
  • ამ ეტაპზე რიგდება ერთი საერთო კარტი. ყველა დანარჩენი, ანალოგიურია, მსგავსად ფლოპის სტადიისა.

  • რივერი
  • ეს არის კარტების დარიგების საბოლოო ეტაპი, რომელშიც დამატებით რიგდება ერთი საერთო კარტი, მოთამაშეების ვარიანტები და მოქმედების წესი იგივეა, როგორც წინა ეტაპებზე.

  • შოუდაუნი
  • თუკი საფინალო ფსონების ჩამოსვლის შემდეგ „river stage” თამაშში რჩება სულ მცირე ორი მოთამაშე, ისინი უჩვენებენ თავიანთ ხელს. დილერის სავარძლიდან საათის ისრის მიმართულებით მჯდომი მოთამაშე, პირველი აღებს თავის კარტებს. მოთამაშეს, რომელსაც აღმოაჩნდება საუკეთესო ხუთი კარტი (დახურული კარტების და მაგიდის კარტების ჩათვლით), იგებს თამაშს.

3. პოკერის დახმარების ფურცელი - ტრადიციული პოკერის რეიტინგები (ჰოლდემი, ომაჰა, 7 კარტიანი სტუდი, ხუთ კარტიანი დრავი)

სახელი პოკერის ხელი ალბათობა*
როიალ ფლეში ~ 0,00000154 ან 1/649740
სტრიტ ფლეში ~ 0,0000154 ან 1/72913
(კარე) 4 ერთნაირი კარტი ~ 0,00024 ან 1/4165
ფულჰაუსი ~ 0,00144 ან 1/694
ფლეში ~ 0,00197 ან 1/509
სტრიტი ~ 0,00392 ან 1/255
ტროიკა - სამი ერთნაირი კარტი ~ 0,0211 ან 1/47
დოპერი - 2 წყვილი ~ 0,0475 ან 1/21
წყვილი - 2 ერთნაირი კარტი ~ 0,423 ან 1/2.4
*ალბათობა ყოველ ხელზე, 5 შემთხვევითი კარტისთვის, რომლების აღებაც ხდება დახურულად 52 კარტისაგან შემდგარი დასტიდან.

4. პოკერში დახმარება - როგორ გავაუმჯობესოთ პოკერის თამაშის უნარები?

1. პრაქტიკა - იმისათვის, რომ გახდეთ პოკერის კარგი მოთამაშე, თქვენ აუცილებლად გესაჭიროვებათ გამოცდილების დაგროვება. მოწინააღმდეგის ''წაკითხვის'' უნარი, საკუთარი ხელის სიძლიერე, მოდის გამოცდილებასთან ერთად. არსებობს უფასოდ პრაქტიკის მიღების მრავალი შესაძლებლობა. ჩვენ გირჩევთ, საკუთარ ლიგას JohnnyBet-ზე. აქ თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ და მოიგოთ რეალური ფული, რაიმე ტიპის დეპოზიტის გარეშე (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).

2. მენტალიტეტი - მას შემდეგ, რაც მიიღებთ საბაზისო ცოდნას და დააგროვებთ სათამაშო გამოცდილებას, თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი მნიშვნელოვანი რამ, რათა გახდეთ პოკერის ნამდვილი მოთამაშე. ეს არის თქვენი გონება, არ ითამაშოთ, როდესაც ხართ ცუდ განწყობაზე, როდესაც გსურთ ძილი, ხართ დაღლილი და ა.შ.. არასოდეს ითამაშოთ, როდესაც ხართ ნასვამ მდგომარეობაში. თქვენი დამოკიდებულება თითოეული პოკერის თამაშის მიმართ უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. თუკი რაიმე გაღელვებთ, უბრალოდ შეწყვიტეთ თამაში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ თამაშისგან მიიღოთ მაქსიმალურად დიდი მოგება.

კომენტარი პოკერშიდახმარება
კომენტარები (0)
ითამაშეთ პასუხისმგებლობით