JohnnyBet.com ka

ჯეფ სარვერის ნიღბები

JohnnyBet -მიერ

ჯეფ სარვერის ამბავი – უჩვეულო და საინტერესო მაგალითია, რომელიც აღწერს ჭადრაკის ჩემპიონის კარიერული ევოლუციის პიკს და ასევე გზას რომელიც მან გაიარა, სანამ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პოკერის მოთამაშე გახდებოდა. მნიშვნელოვანია ახლოდან გავეცნოთ კანადელი პროფესიონალი მოთამაშის რეზიუმეს და განვიხილოთ მისი JohnnyBet-ის რედაქტორისადმი მიცემული ინტერვიუ, რომელიც აგრეთვე არის პოკერის სახელმძღვანელოც.

Interview with Jeff Sarwer

1. ჭადრაკის მოთამაშის ბედისწერა...

ჯეფ სარვერს მართლაც შეუძლია იამაყოს, რომელიმე ფილმის პერსონაჟის მსგავსი ბიოგრაფიით. მისი უჩვეულო ისტორია დაიწყო ჭადრაკით, რომელიც მას შეასწავლა მასზე ორი წლით უფროსმა დამ. ამ ორმა პატარა გენიოსმა შესანიშნავად გაართვა თავი როგორც საჭადაკო, ასევე მედიიდან მათდამი მომავალ მზარდ ინტერესს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ ექვსი წლის სავერი იმყოფებოდა ალ კარლინის მეთვალყურეობის ქვეშ, მოგვიანებით (უკვე ნიუ იორკში), მის დასთან ერთად მანჰეტენის საჭადრაკო კლუბში ირიცხებოდა. 1986 წელს, რვა წლის ბიჭმა გაიმარჯვა მსოფლიოს 10 წლამდელთა ჩემპიონატში, ხოლო თავისუფალ დროს, საჩვენებელ ტურნირებზე ერთდროულად უგებდა ათეულობით მოთამაშეს. თუმცა, მრავალი ფილმიდან აღებული ცხოვრებისეული სიუჟეტის მსგავსად, პროფესიონალურ სპორტში წარმატებები ყოველთვის არ ახდენს დადებით გავლენას პირად ცხოვრებაზე. სარვერის მამას ჰქონდა უსიამოვნებები სამართალდამცავებთან, მას შემდეგ რაც ნიუ იორკიდან მშობლიურ კინგსტონში დაბრუნდა, იგი დაადანაშაულეს საკუთარ შევილებზე ძალადობაში, შედეგად ბავშვებს მიუჩინეს ახალი მეურვეები. ჯეფის და მისი დის არაერთჯერ გაქცევის და მამასთან დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, მათ ერთობლივად გამოუვიდათ ევროპაში უკანონოდ გაქცევა. რა თქმა უნდა, ამ მოვლენებს უკვალოდ არ ჩაუვლია და მნიშვნელოვანი დაღი დაასვა მის სამომავლო საჭადრაკო კარიერას, - რომლენიც რა თქმა უნდა გააგრძელა, მხოლოდ რეი ფილიპსის ფსევდონიმით. ჯეფ სარვერი საკუთარი სახელით მხოლოდ 2007 წელს, მალბორკში გამართულ ტურნინრზე გამოვიდა. თითქოს ეს ყველაფერი იკმარა, როცა გარკვეულ მომენტში მამასთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა. მან ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა, დასახლდა გდანსკში და დაკავდა ბიზნესით, ამ დროისთვის ფლობს საკუთარ რეზიდენციას ჰელსინკში და გეგმაში აქვს მოიპოვოს ჭადრაკის გროსმეისტერის ტიტული.

2. სარვერი, ასევე, პოკერსაც თამაშობს!

- ესაა მოკლე ბიოგრაფიული რაკურსი, ჯეფ სარვერის ცხოვრების უჩვეულო ისტორიის შესახებ. თუმცა ზემოხსენებული თემა შედარებით უფრო სრულად წარმოგვიდგება თუკი გავიხსენებთ პოკერის თემას და მის ადგილს კანადელის ცხოვრებაში. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სარვერმა პოკერის მაგიდასთან წარმატების მიღწევა შეძლო – შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მომენტი დადგა 2009 წელს, როცა მან ტალინში გამართულ პოკერ ტურნირზე «European Masters of Poker» $37,589 მოიგო. ამას მოჰყვა არაერთი მნიშვნელოვანი მოგება ესტონეთის დედაქალაქში, უკანასკნელად 2015 წელს, როცა მან მესამე ადგილი დაიკავა ტურნირზე Kings of Tallin (ჰონორარმა შეადგინა: $18,736). წარმატებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სარვერი კვლავ საშიში მოთამაშე გახდებოდა, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო მხოლოდ მოგების გაგრძელების სერია. ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს კანადელის კარიერას პოკერში, მას აუცილებლად ეხსომება მისი საუკეთესო მიღწევების შესახებ: European Poker Tour (EPT) სიდიდით მე-3 საუკეთესო ჯეკპოტი 2009 წელს - ვილამური. ($232,704 – ყველაზე დიდი მოგება სარვერის კარიერაში), მეორე ადგილი ბერლინის EPT ($149,207) 2010 წლის მარტში, ან ერთი თვის თავზე სან რემოში გამართული EPT (უფრო პრესტიჟული, ვიდრე მის მიერ მოგებული თანხა - $16,575). თუმცა, მოგვიანებით რაც სარვერს შეემთხვა წარმოდგენაც კი შეუძლებელია. იკითხავთ, - წარუმატებლობის მთელი კასკადი? რთულად სათქმელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია შეუმჩნევლად დარჩეს ამ მოთამაშის უდიდესი პოტენციალი, რომელზეც სხვა მოთამაშეებს შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ.

3. ითამაშე და გაანალიზე

ხშირად ხდება, როცა ონლაინ თამაშის დროს გვიჩნდება გარკვეული რიტმის შეგრძნება, რაც გვაიძულებს ვითამაშოთ განუწყვეტლივ. «რა თქმა უნდა, ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ,; - ამასთან, ისეთი სიხშირით, რომ საკუთარი თამაშის ანალიზის საშუალება დაგვრჩეს» - ამ მოკლე ციტატით უპასუხა სარვერმა JohnnyBet-ის რედაქტორს კითხვაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გავხდეთ პოკერის საუკეთესო მოთამაშე. ამ მარტივ რჩევაში მოცემულია ჭადრაკის საფუძვლების, უდიდესი მოთმინების და სტრატეგიის განსაზღვრის უნარი. პოკერის სარვერისეული ფილოსოფია უმყარება მუდმივ თვითგანვითარებას და საკუთარი შესაძებლობების კრიტიკულად განსჯის პირობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ონლაინ პოკერის შემთხვევაში, რომელსაც კანადელი ერთმნიშვნელოვნად განასხვავებს პოკერის «ცოცხლად» თამაშისგან. «ონლაინ პოკერის თამაშს ვურჩევდი ყველას, ვისაც სურს პოკერის მოთამაშე გახდეს» - ყვება სარვერი ინტერვიუს მეორე ნაწილში. თუმცა რჩება კითხვა: როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში ონლაინში?

4. საკუთარი კაპიტალის ანალიზი, დაბალი ფსონები და YouTube…

სარვერის განმარტებით, პოკერის სათამაშო გამოცდილების პროცესი არ უნდა იყოს მყისიერი. გამოცდილების მიღების ძირითადი საფუძველი მდგომარეობს, საკუთარი ცოდნის და თვითკრიტკის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანასთან. როგორც კანადელი გვირჩევს, ონლაინ თამაშის თავდაპირველ ეტაპზე გამოვიყენოთ შეფასებისთვის განკუთვნილი პროგრამები, თუნდაც ნაწილის (მაგ. PokerStove). თუმცა ამ ტიპის პროგრამები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია აგრეთვე, თვალი ვადევნოთ YouTube-ზე ახლად დარეგისტრირებულ და განთავსებულ ვიდეოებს პოკერის თემაზე. ამავდროულად სისტემატიურად დამაში, დაგვეხმარება გავარკვიოთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. როგორ დავიწყოთ? სარვერის მტკიცებით, ონლაინ პოკერის სამყაროში შესვლა უნდა იყოს ფრთხილი – ძირითადად, უნდა აირჩიოთ მცირე buy-in-ები (მაგ. ასის ფარგლებში) და მცირე თანხით ითამაშოთ, რისკის გარეშე ($0,01, $0,02). თუკი მცირე ინვესტირებით მიაღწევთ მოგებას, ეს მოგცემთ შესაძებლობას, დაისახოთ უფრო დიდი მიზანი. ამ ეტაპზე სერვერი გთავაზობთ იხელმძღვანელოთ ჰუდით (მაგ. Poker Tracker) რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული დარიგების სტატისტიკის განსაზღვრაში და გაგიმარტივებთ შემდგომი ანალიზის პროცესს.

5. საზოგადოებრივი ძალა

სარვერის მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, არის ერთ-ერთი განუყოფელი ელემენტი პოკერში კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში, მაგრამ გარკვეულ დონეზე მიღწევის შემდგომ, საჭირო იქნება მხოლოდ პოკერის გარშემო არსებული ონლაინ საზოგადოების ფარგლებში განვითარება. სხვადასხვა საკითხზე დისკუსიაში ჩართვა, «ანალიზი» და ყველანაირი ნიუანსის გადამოწმება, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ, არის ძირითადი საფუძველი, რასაც უნდა მიექცეს უდიდესი ყურადღება. ეს არის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც სურს გრძელვადიან პერსპექტივაში დახვეწოს პოკერის თამაშის უნარები. «უნდა შეგეძლოთ განსაზღვროთ თამაში, არა მხოლოდ flop-ის, არამედ უნდა გქონდეთ საკუთარი გეგმა ოთხივე street-ის, pre-flop-ის, flop-ის turn და river-თვის» - ამბობს სარვერი და ამატებს, პოკერის მოთამაშეთა საზოგადოებაში ინტეგრირება არის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში, განსაკუთრებით თუ არ გყავთ პროფესიონალი მეგობარი, რომელთანაც აზრების გაცვლა იქნებოდა შესაძლებელი. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ინტერნეტის მეშვეობით ცოდნის გაღრმავევის გზაზე. – ქსელი ამ კუთხით უდიდეს შესაძლებლობას იძლევა.

ჯეფ სარვერის პოკერის გზა დაიწყო, ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ როცა იგი ჭადრაკს თამაშობდა. წლების შემდგომაც კანადელი მოჭადრაკედ დარჩა, თუმცა უკვე პოკერის მაგიდასთან. საკუთარი პოკერ ფილოზოფია სარვერმა დაუქვემდებარა; სტრატეგიას, მეთოდს, მოთმინებას და ანალიზს. სწორედ ზემოხსენებული ფაქტორები განაპირობებენ მის შესანიშნავ თამაშის სტილს, რომლითაც იმედია კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს.

კომენტარი ჯეფსარვერისნიღბები
კომენტარები (0)
ითამაშეთ პასუხისმგებლობით